ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმიანება საქართველოში მიმდინარე მოვლენებს და სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.
"შოკირებულები ვართ ქართველ სამოქალაქო და პოლიტიკურ აქტივისტებზე სასტიკი თავდასხმებით.
შეშფოთებულები ვართ სამოქალაქო საზოგადოებისა და რიგითი მოქალაქეების მიზანში ამოღებით, სატელეფონო ზარებით და პლაკატებით, რომლებზეც ადამიანები "აგენტებად" არიან შერაცხული.
ნორვეგია დგას ქართველების გვერდით და იცავს მათ დემოკრატიას, მათ შორის „უცხოური გავლენის კანონის“ გაპროტესტებით", - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.