საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს საქართველოში მიმდინარეო მოვლენებთან დაკავშირებით და გმობს მშვიდობანი დემონსტრანტების მიმართ ძალადობას.
"საფრანგეთი შეშფოთებით ადევნებს თვალს საქართველოში სიტუაციას. ის, გმობს დემონსტრანტების მიმართ ძალადობას, უცხოური გავლენების შესახებ კანონის მიღების შემდეგ. საქართველომ უნდა გააგრძელოს ძალისხმევა, რათა დაუახლოვდეს ევროკავშირს, მისი მოსახლეობის სურვილის შესაბამისად", - ნათქვამია განცხადებაში.
ფოტო: დავით მძინარაშვილი