პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მეორე მოსმენით განიხილავენ კვლავ ხმაურია.
ერთმანეთს უმრავლესობის წევრი მაია ბითაძე და ოპოზიციონერი დეპუტატი ლევან ხაბეიშვილი დაუპირისპირდნენ. მანამდე კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა ლევან ხაბეიშვილს გაფრთხილება მისცა და შემდეგ სხდომის დატოვება მოსთხოვა.
ხაბეიშვილმა უმრავლესობას მიმართა: – „მერე გწყინთ, რუსული კანონი რატომ არისო და რუსულად იქცევით“. მის ამ მიმართვას მაია ბითაძის პროტესტი მოჰყვა.
„თქვენ ხართ ჟანდარმები, კითხვის დასმაც კი არ გინდათ,“ - განაცხადა ხაბეიშვილმა.
დარბაზიდან გამოსვლის შემდეგ ხაბეიშვილმა თქვა, რომ კითხვის დასმის შესაძლებლობას არ აძლევენ.
მზად ვართ მიუხედავად იმისა, რომ პრო0ვოკაციებს აწყობდნენ, კონსტრუქციულად განგვეხილა. ყველა მუხზე, სადაც კითხვას სვამდა ოპოზიციონერი, აძევებდნენ. კითხვები რომ არ მოსწონთ გაძევებენ, ამ კანონის მიღება არის კონკრეტული დავალება, ვწუხვარ ამ ადამიანების გამო, ანრი ოახანაშვილმა რათ უნდა ეს კანონი, არ იცის, ეს დავალება არის უარი ევროკავშირზე, სხვა ამ კანონს, რომელსაც იღებენ, არანაირი ფუნქცია არ აქვს," - ამბობს ხაბეიშვილი.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა კიდევ შვიდ ოპოზიციონერ დეპუტატს დაატოვებინეს.