22 აპრილს რუსეთის ძალები თავს დაესხნენ ხარკოვში დარტყმა მიიტანეს ხარკოვის ტელეანძაზე.
ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინულ მედია ხარკოვის ოქლის ადმინსიტრაციის ხელმძღვანელ ოლეჰ სინეგუბოვზე დაყრდნობით იუწყება.
მისი თქმით, დარტყმის შედეგად ანძის თანამშრომლები არ დაშავებულან, რადგან თავშესაფარში იმყოფებოდნენ.
ხარკოვში შეფერხებულია ციფრული ტელევიზიის სიგნალი.
სოციალურ ქსელებში ვრცელდება კადრები, სადაც ჩანს, რომ ტელეანძის ზედა ნაწილი ჩამოინგრა.
ხარკოვის ტელეანძის სიმაღლე 240 მეტრი იყო. ის ექსპლუატაციაში 1981 წელს შევიდა.