პარტია „მოქალაქეების” ლიდერი და დეპუტატი, ალეკო ელისაშვილი პოლიციამ ძალის გამოყენებით ჩასვა მანქანაში და კანცელარიის ტერიტორიიდან გაიყვანა.
მანამდე, მთავრობის ადმინისტრაციის შესასვლელთან დაპირისპირება იყო. ადგილიდან გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ელისაშვილს შენობაში შესვლა სურდა.
აქციის მონაწილეები პრემიერ ირაკლი კობახიძეს გარეთ გამოსვლას და შეხვედრას სთხოვენ. მათი კიდევ ერთი მოთხოვნაა რუსული კანონის გაწვევა.