პარლამენტის დღევანდელი პლენარული სხდომა დასრულდა. პოლიტიკური გამოსვლები პარლამენტში ხვალ, 12:00 საათზე განახლდება.
პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, ხვალ იქნება „ლელოს“, „რეფორმების ჯგუფის“, „საქართველოსთვის“ „ნაციონალური მოძრაობის“ და უმრავლესობის გამოსვლები.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვა პლენარულ სხდომაზე რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.