"არა რუსულ კანონს, კი ევროპას" - ხვალ, 16 აპრილს, 12:00 საათზე საკანონმდებლო ორგანოს უკანა შესასვლელთან საპროტესტო აქცია გაიმართება.
პარლამენტში საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომა ზუსტად 12 საათზე დაიწყება.
პლენარული სხდომის პარალელურად კი სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლები საკანონმდებლო ორგანოსთან შეიკრიბებიან და კანონპროექტს გააპროტესტებენ.