მედიის ცნობით, რუსეთის ქალაქ სანქტ-პეტერბურგში დაიხურა პულკოვოს აეროპორტი, რომლის მახლობლად 1000 კვადრატულ მეტრ ფართობზე ანგარში, რომელიც აეროპორტიდან რამდენიმე კილომეტრითაა მოშორებული, ხანძარი გაჩნდა. ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ტერიტორიაზე დრონი ჩამოაგდეს.
ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, ხანძრის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა.
გამოცემა Baza წერს, რომ აეროპორტის დახურვის მიზეზი სანქტ-პეტერბურგის ერთ-ერთ საწარმოზე დრონით თავდასხმა გახდა.
ლენინგრადის ოლქის გუბერნატორმა ალექსანდრ დროზდენკომ განაცხადა, რომ რეგიონის თავზე უპილოტო აპარატი ჩამოაგდეს. დროზდენკოს თქმით, თვითმფრინავი სოფელ ფორნოსოვოს მახლობლად ჩამოაგდეს. მისივე თქმით, მსხვერპლი და ნგრევა არ არის.