ირლანდიაში, ხმის მიცემის მქონე 3,5 მილიონი ამომრჩევლიდან, უმრავლესობამ ოჯახური ღირებულებების ამოღების შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი არ დაუჭირა.
რეფერენდუმის პირველი პუნქტი ოჯახის კონსტიტუციური დეფენიციის გაფართოებას ეხებოდა, რომლის მიხედვითაც, ოჯახი აღრ ჩაითვლება ქორწინების კავშირზე დაფუძნებულ ცნებად, არამედ ისეთ კავშირად, რომელიც ეფუძნება მყარ ურთიერთობებს, მათ შორის ერთნაირსქესიან წყვილებშიც.
პირველი ინიციატივის წინააღმდეგ ხმა მისცა ამომრჩეველთა 67,7-მა პროცენტმა, ასევე მეორე პუნქტს რომელიც ეხებოდა ქალის როლის ცვლილებას, რომლის თანახმადაც, ქალის სტატუსი ოჯახში გენდერულად ნეიტრალური იქნებოდა და თითოეული ოჯახის წევრი იზრუნებდა ერთმანეზე, რეფრენდუმის მონაწილეთა 73,9 პროცენტი არ დაეთანხმა.
ირლანდიის პრემიერ-მინისტრმა ლეო ვარადკარმა აღიარა, რომ მისი კაბინეტის ინიციატივები ჩაიშალა. „ჩვენი პასუხისმგებლობა იყო დაგვერწმუნებინა ხალხის უმრავლესობა, რაც ჩვენ აშკარად ვერ შევძელით“, - თქვა მან.