ვარშავის ცენტრში, პოლონელი ფერმერებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა. იუწყება Reuters
ფერმერები პარლამენტის შენობასთან მოხდა საპროტესტო აქციას მართავდნენ, რომელიც სამართალდამცველებთან დაპირისპირებაში გადაიზარდა.
აქციის მონაწილეებმა დაიწყეს ქვაფენილისააყრა და და პოლიციიის მისამართით ქვებისა და ბოთლების სროლა. ისინი ასევე ცდილობდნენ პარლამენტის შენობასთან მდებარე ტერიტორიაზე შეჭრას.
პოლიციამ მომიტინგეების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. მალე აქციის მონაწილეთა უმეტესობა დაიშალა.
პოლიციაში განაცხადეს, რომ დაშავდა რამდენიმე ოფიცერი. დააკავეს ათამდე ადამიანი.
ფერმერთა საპროტესტო აქციები ევროკავშირის მასშტაბით რამდენიმე თვეა იმართება. ისინი უკმაყოფილონი არიან კლიმატის ცვლილებასთან და საწვავზე ფასების მატებასთან ბრძოლის ღონისძიებებით, ასევე უკრაინიდან სოფლის მეურნეობის განუბაჟებელი იმპორტით.
როგორც Reuters წერს, პოლონეთში მალე ადგილობრივი არჩევნები გაიმართება. ამის გამო, დონალდ ტუსკის მთავრობა ცდილობს მოძებნოს ბალანსი, შეინარჩუნოს უკრაინის მხარდამჭერი მტკიცე პოზიცია და ამავე დროსდადაიცვას ფერმერების უფლებები.