პოლიტიკურ საკითხებში სახელმწიფო მდივნის მოადგილე ვიქტორია ნულანდი უახლოეს კვირებში პოსტს დატოვებს.
ამის შესახებ სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა.
“ამ პოსტზე ის ახორციელებდა ბაიდენის სწრაფვას, დააბრუნოს დიპლომატია ჩვენი საგარეო პოლიტიკის ცენტრში, აღადგინოს ამერიკის გლობალური ლიდერობა ჩვენი ქვეყნისთვის და მსოფლიოსთვის გადამწყვეტ პერიოდში“, – ნათქვამია ბლინკენის განცხადებაში.
ვიქტორია ნულანდი სახელმწიფო დეპარტამენტში სხვადასხვა თანამდებობაზე 35 წლის განმავლობაში, ექვსი პრეზიდენტისა და ათი სახელმწიფო მდივნის დროს მუშაობდა.
„ბოლო სამი წლის განმავლობაში ვიქტორია ხელმძღვანელობდა ამ დეპარტამენტს ყველა საკითხის – საჰელის, ჰაიტისა და ახლო აღმოსავლეთის რთული კრიზისების მოგვარებიდან, ევროპისა და ინდო-წყნარი ოკეანის მასშტაბით ამერიკის ალიანსებისა და პარტნიორობის გაფართოებამდე. ვიქტორიას ლიდერობა უკრაინაში არის ის, რასაც დიპლომატები და საგარეო პოლიტიკის სტუდენტები წლების განმავლობაში ისწავლიან. მისი ძალისხმევა შეუცვლელი იყო უკრაინაში პუტინის სრულმასშტაბიანი შეჭრისთვის წინააღმდეგობის გასაწევად, მისი სტრატეგიული წარუმატებლობის უზრუნველსაყოფად გლობალური კოალიციის ჩამოსაყალიბებლად და უკრაინის დასახმარებლად იმ დღის მიღწევაში, როდესაც ის შეძლებს ფეხზე მტკიცედ დგომას – დემოკრატიულად, ეკონომიკურად და სამხედრო თვალსაზრისით“, – ნათქვამია ბლინკენის განცხადებაში”, - განაცხადა ბლინკენმა.
ბლინკენმა თქვა, რომ მან და პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მიმართეს სახელმწიფო მდივნის მოადგილეს მენეჯმენტის საკითხებში ჯონ ბასს, ემუშავა პოლიტიკურ საკითხებში მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლად, სანამ ნულანდის შემცვლელი არ დამტკიცდება.