Amazon-ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი Bloomberg-ის მილიარდერების გლობალურ ინდექსში კვალავ პირველ ადგილს დაუბუნდა.
2024 წელს ბეზოსმა, რომლის ქონებაც 200 მილიარდ დოლარად არის შეფასებული, შეძლო SpaceX-ის მფლობელის ილონ მასკისა და LVMH Moet Hennessy-Louis Vuitton-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდარის ბერნარ არნოს უკან ჩამოტოვება.
ამჟამად, მათი სუფთა ქონება შესაბამისად 198 მილიარდი და 197 მილიარდი დოლარია. ბეზოსის კაპიტალის გაანგარიშებისას მხედველობაში მიიღეს შემოსავალი მისი კოსმოსური კომპანია Blue Origin-იდან და ამაზონის აქციების გაყიდვიდან.
ბოლოს 60 წლის ჯეფ ბეზოსი Bloomberg-ის რეიტინგის სათავეში 2021 წელს იყო. ამის შემდეგ, ლიდერის პოზიცია დაიკავა ილონ მასკმა, რომლის ქონება გაიზარდა მისი კომპანიის Tesla-ს აქციების ფასების ზრდის წყალობით. თუმცა, 2024 წელს Tesla-ს აქციები 24 პროცენტით დაეცა.