თურქეთი და ჩინეთი, სავარაუდოდ, უკრაინაში მიმდინარე ომის საკითხზე მოლაპარაკების პლატფორმებს შექმნაზე მუშაობენ.
ომის შემსწავლელი ინსტიტუტის (ISW)-ის თანახმად, რუსეთს შეუძლია ეს გამოიყენოს თავისი ნარატივების გასავრცელებლად უკრაინასთან მოლაპარაკებებთან და ომთან დაკავშირებით, როგორც ამას ადრე აკეთებდა კრემლი თავისი პროპაგანდით, რომელიც ეფუძნებოდა ჩინთის მიდგომას უკრაინის ბუნდოვანი სამშვიდობო პოლიტიკური გეგმისადმი.
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ევრაზიის საკითხებში ქვეყნის სპეციალური წარმომადგენელი ლი ჰუეი სამხედრო „კონფლიქტის“ მოსაგვარებლად ეწვევა უკრაინას, რუსეთის ფედერაციასა და ევროპის რამდენიმე ქვეყანას. ამავდროულად, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა 28 თებერვალს კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ანკარა მზადაა მოსკოვსა და კიევს მოლაპარაკებების კიდევ ერთი პლატფორმა შესთავაზოს.
ISW-ის ანალიტიკოსების აზრით, კრემლი, სავარაუდოდ, ამ წინადადებებს საინფორმაციო იარაღად გადააქცევს, რათა ხელი შეუწყოს იმ აზრს, რომ უკრაინა უარს ამბობს მოლაპარაკებაზე. ექსპერტები დარწმუნებული არიან, რომ რუსეთი ნამდვილად არ არის დაინტერესებული უკრაინასთან გულწრფელი მოლაპარაკებებით და ომის დასრულება სხვა პირობებით, გარდა რუსეთის ფედერაციის მიერ მკაფიოდ ფორმულირებული პირობებისა, არ სურს.
ცოტა ხნის წინ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ჯერ ვერ ხედავს რუს დიქტატორ ვლადიმირ პუტინთან მოლაპარაკებების შესაძლებლობას.
„შესაძლებელია თუ არა ყრუ ადამიანთან საუბარი? შესაძლებელია თუ არა საუბარი იმ ადამიანთან, რომელიც კლავს თავის ოპონენტებს?.ჩვენ შემოგთავაზებთ პლატფორმას, რომელზეც ის {პუტინი} შეძლებს დათანხმდეს, რომ მან ეს ომ იწააგო და რომ ეს იყო დიდი შეცდომა (მისთვის პატარა, ჩვენთვის კი ტრაგედია). ამიტომ, ამ საკითხში სამართალიანობა უნდა იყოს“, - აღნიშნა ზელენსკიმ.