უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი „უკრაინა-სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის’ სამიტის ფარგლებში სერბეთის პრეზიდენტს ალექსანდრ ვუჩიჩს შეხვდა. შეხვედრის დროს ზელენსკიმ აღნიშნა სერბეთის მონაწილეობის მნიშვნელობა „მშვიდობის ფორმულის“ განხორციელებაში.
"აღვნიშნე სერბეთის მონაწილეობის მნიშვნელობა "მშვიდობის ფორმულის" განხორციელებაში. ჩვენ შევათანხმეთ შემდგომი კონტაქტები ფორმულის გლობალური მხარდაჭერის გასაფართოებლად. ვაცნობე პრეზიდენტ ვუჩიჩს ფრონტზე არსებული ვითარების შესახებ," - განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ მადლობა გადაუხადა ვუჩიჩს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის, ჰუმანიტარული და ფინანსური მხარდაჭერისთვის და უკრაინელი ლტოლვილების შეფარებისთვის.
ამასთან, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ასევე ისაუბრეს აღმოსავლეთ ევროპაში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებზე.