აშშ-ის სენატში რესპუბლიკელთა ლიდერმა, მიტჩ მაკკონელმა განაცხადა, რომ ნოემბერში თანამდებობიდან გადადგება.
მაკკონელმა, რომელსაც გასულ კვირას 82 წელი შეუსრულდა და რომელიც 20 წელია, სენატში რესპუბლიკელთა პარტიის ლიდერია, სიტყვის გამოსვლისას აღნიშნა, რომ ახლა წინსვლის დროა.
მაკკონელმა თქვა, რომ აპირებს საქმიანობა დარჩენილი ვადაში, რომელიც 2027 წლის იანვარში დასრულდება, რიგით სენატორად გააგრძელოს..
მისმა თანაშემწეებმა განაცხადეს, რომ მაკკონელის განცხადება არ არის დაკავშირებული მისი ჯანმრთელობის მდგომარეობასთან.