ბულგარეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლაი დენკოვი 26 თებერვალს მოულოდნელი ვიზიტით უკრაინაში ჩავიდა. იუწყება უკრაინული მედია.
აღნიშნულია, რომ ბულგარეთის დელეგაცია კიივში მატარებლით ჩავიდა.
„ბულგარეთი მხარს უჭერს უკრაინის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, - ნთქვამია ბუკგარეთის მთავრობის განცხადებაში.
ბულგარეთის დელეგაციაში არიან იუსტიციის, გარემოს დაცვისა და ენერგეტიკის მინისტრები თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეები, ასევე შეიარაღებული ძალების მეთაური.