ბელარუსში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. მოქალაქეები მერვე მოწვევის პარლამენტისთვის 110 დეპუტატსა და ადგილობრივი საბჭოების წევრებს ირჩევენ.
არჩევნებში ოთხი პარტია მონაწილეობს – კომუნისტური, ლიბერალ-დემოკრატიული, შრომისა და სამართლიანობის რესპუბლიკური პარტია და ბელაია რუს-ი. უმრავლესობის მოსაპოვებლად 56 მანდატია საჭირო.
ქვეყნის მასშტაბით გახსნილია 5 411 საარჩევნო უბანი. რეგისტრირებულია 6.9 მილიონი ამომრჩეველი.