ესტონეთში რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ბრალდებული ათი ადამიანი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ ესტონეთის პრემიერ-მინისტრი კაია კალასი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
„ესტონეთმა თავის ტერიტორიაზე. წარმატებით შეაჩერა რუსეთის სპეცსამსახურების ჰიბრიდული ოპერაცია.
”ჩვენ ვიცით, რომ კრემლი მთელ თავის ძალისხმევას მიმართავს ჩვენი დემოკრატიული საზოგადოების წინააღმდეგ. ჩვენი პასუხია ვიყოთ ღია და გამოვავლინოთ მათი მეთოდები“, - წერს კაია კალასი.
სულ დააკავეს 10 ადამიანი, რომლებიც რუსეთის სპეცსამსახურების დავალებით მოქმედი სადაზვერვო ქსელის წევრებად მიიჩნვიან. სამართალდამცველების განცახდებით, მათი მიზანი იყო შიშის გავრცელება და დაძაბულობის შექმნა ესტონეთის საზოგადოებაში.