ამერიკის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ მზადაა შეხვდეს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერს მაიკ ჯონსონს, რათა განიხილონ უკრაინის სამხედრო დახმარების კანონპროექტი.
თეთრ სახლში ჟურნალისტებთან საუბრისას პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რესპუბლიკელები დიდ შეცდომას უშვებდენ, როდესაც ეწინააღმდეგებიან უკრაინის დახმარებას.
ჯონსონი დაჟინებით მოითხოვს ბაიდენთან შეხვედრას. გასულ კვირას მან თქვა, რომ არ გეგმავს უახლოეს პერიოდში უკრაინის, ისრაელისა და ტაივანისთვის 95 მილიარდი დოლარის დახმარების პაკეტის კენჭისყრაზე გამოტანას.
შეგახსენებთ, რომ კანონპროექტი, რომელიც სენატმა მიიღო და წარმომადგენელთა პალატას განსახილველად გაეგზავნა, მოიცავს 61 მილიარდ დოლარს უკრაინისთვის, 14 მილიარდ დოლარს ისრაელისთვის და 4,83 მილიარდ დოლარს ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში აშშ-ს პარტნიორების, მათ შორის ტაივანის მხარდასაჭერად.
გარდა ამისა, გეგმა ითვალისწინებს 9,15 მილიარდ აშშ დოლარს ჰუმანიტარული დახმარებისთვის ღაზაში, დასავლეთ სანაპიროზე და მსოფლიოს სხვა კონფლიქტურ ზონებში მშვიდობიანი მოსახლეობისთვის.