რუსეთში აშშ-ის ელჩმა ლინ ტრეისიმ კვირას, რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის გარდაცვალების გამო მწუხარების ნიშნად მოსკოვში სოლოვეცკის ქვის მემორიალი ყვავილებით შეამკო.
„დღეს სოლოვეცკის ქვასთან ვგლოვობთ ალექსეი ნავალნის და რუსეთში პოლიტიკური რეპრესიების სხვა მსხვერპლებს. ღრმა მწუხარებას ვუცხადებთ ალექსეი ნავალნის ოჯახს, კოლეგებსა და მხარდამჭერებს. მისი ძალა შთამაგონებელი მაგალითია. ჩვენ პატივს ვცემთ მის ხსოვნას, “- ნათქვამია რუსეთში აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.
გუშინ, რუსეთში, დიდი ბრიტანეთის ელჩმა, ნაიჯელ კეისიმ ასევე ყვავილებით შეამკო მოსკოვში, სოლოვეცკის ქვის მემორიალი, რუსეთის ციხეში დაღუპული ალექსეი ნავალნის ხსოვნის პატივისცემის ნიშნად.