დანიამ უკრაინას მთელი თავისი არტილერია გადასცა. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა მეტე ფრედერიკსენმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა. როგორც გამოცემა Jyllands-Posten იუწყება, მან გააკრიტიკა ევროკავშირის ქვეყნები იმის გამო, რომ ისინი კიევისთვის არასაკმარისს აკეთებენ. ფრედერიკსენმა აღნიშნა, რომ ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში საბრძოლო მასალისა და სხვა სამხედრო აღჭურვილობის დიდი მარაგებია. მან ამ ქვეყნებს მოუწოდა აღჭრვილობა რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ უკრიანის დასახმარებლად გამოიყენონ.
„ჩვენი მხრიდან მთელი ჩვენი არტილერია გადავეცით. ვწუხვარ, რომ ამას ვამბობ, მეგობრებო, მაგრამ ევროპაში ჯერ კიდევ არის საბრძოლო მასალის მარაგები. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ შაბათს, ომის დაწყების მეორე წლისთავზე, უკრაინამ მიიღოს მეტი მარაგი, კონკრეტული დახმარება ხმელეთზე, ”- თქვა მან. საუბარია საბრძოლო მასალის, არტილერიის, შორი მოქმედების რაკეტებზე, უპილოტო საფრენ აპარატებზე, F-16-ის ტიპის თვითმფრინავებზე.
დანიის პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ მოკლევადიან პერიოდში ევროკავშირმა უნდა მისცეს უკრაინას ის, რაც მას სჭირდება, „გრძელვადიან პერსპექტივაში კი უკრაინას უნდა მიესალმოს ევროკავშირსა და ნატო-ში“.