F-16-ის ტიპის პირველ გამანადგურებლებს უკრაინა სავარაუდოდ, 2024 წლის ივნისში მიიღებს.
"ვფიქრობ, მათ უკრაინაში ივნისში ვიხილავთ", - განაცხადა ლიეტუვის თავდაცვის მინისტრმა არვიდას ანუშაუსკასამ.
იგივე ვადებზე ისაუბრა კიდევ ერთმა ევროპელმა ოფიციალურმა პირმა, რომლის ვინაობაც არ დასახელებულა.
„უკრაინის ხელისუფლება მოელის, რომ საფინანსო წლის ბოლომდე შეერთებულ შტატებში (სექტემბერი) 12 მფრინავი გაივლის გამანადგურებელზე მომზადებას“, - აღნიშნავს გამოცემა Foreign Policy-ს
მანამდე უკრაინისთვის ავიაგამანადგურებლების სავარაუდო გადაცემის ვადა იყო 2024 წლის პირველი კვარტალი.
დეკემბერში ნიდერლანდებმა მიიღეს გადაწყვეტილება დაიწყონ მზადება პირველი თვრამეტი F-16-ის ტიპის გამანადგურებლის უკრაინაში გასაგზავნად. თვითმფრინავების რაოდენობის 24-მდე გაზრდის შესახებ კი ნიდერლანდებმა ცოტა ხნის წინ განაცხადა.
იანვარში უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ დანიის მიერ დაპირებული F-16-ების მიწოდებისთვის მზადება გეგმის მიხედვით მიმდინარეობს.
ამასთან, კანადა დაახლოებით 44 მილიონ დოლარს გამოყოფს უკრაინაში გადაცემული F-16-ების მომსახურებისთვის.