უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაასახელა ხუთი ნაბიჯი, რომელიც დასავლეთმა ინდა გადადგას, რათა დაეხმაროს უკრაინას დააჩქაროს რუსეთის დამარცხება სრულმასშტაბიან ომში.
ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიუნხენის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ზელენსკიმ დასავლეთს მოუწოდა ყველაფერი გააკეთონ აგრესორის დასამარცხებლად, რადგან „დიქტატორები არ მიდიან შვებულებაში და სიძულვილმა პაუზა არ იცის“.
"არ უნდა შეგეშინდეთ პუტინის დამარცხების. პუტინი საფრთხეა ყველა თავისუფალი ერისთვის. დიახ, მათთვის, ვისაც ჯერ არ სმენია: პუტინი არის მონსტრი, რომელიც შეიჭრა უკრაინაში და დახოცა ათასობით ადამიანი, გაიტაცა და გადაასახლა სულ მცირე ათობით ათასი უკრაინელი ბავშვი“, - განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ თქვა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა უკვე მოკლა სხვა ხალხი - ჩეჩნები, სირიელები და ქართველები, ასევე მოაწყო პოლიტიკური ოპონენტების შეკვეთილი მკვლელობები.
"ასე რომ, გთხოვთ, ნუ შეგეშინდებათ პუტინის დამარცხებისა და მისი რეჟიმის განადგურების. ამის ნაცვლად, მოდით ერთად ვიმუშაოთ იმისათვის, რომ გავანადგუროთ ის, რასაც ის იცავს", - თქვა ზელენსკიმ.
მან გააფრთხილა, რომ თუ პუტინი ახლა არ დამარცხდება, მის შემდეგ ნებისმიერ რუს დიქტატორს „ემახსოვრება როგორ შეინარჩუნოს ძალაუფლება სხვა ხალხების მიწების ანექსიით, მოწინააღმდეგეების მოკვლით და მსოფლიო წესრიგის განადგურებით“.
პრეზიდენტმა ასევე მოუწოდა დასავლეთს აღმოფხვრას ყველა ხარვეზი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებთან დაკავსირებით და ჩამოართვას მას გაყინული რუსული აქტივები; გაერთიანდეს და არ დაუშვას განხეთქილება, მხარი დაუჭიროს უკრაინულ „მშვიდობის ფორმულას“ წესებზე დაფუძნებული მსოფლიო წესრიგის სრული სიმტკიცის აღსადგენად.