ალექსეი ნავალნის სიკვდილის შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, აქციებზე სამართალდამცველებმა 102 ადამიანი დააკავეს. ინფორმაციას რუსული უფლედამცველი ორგანიზაცია ავრცელებს.
სანქტ-პეტერბურგში დააკავეს ყველზე მეტო - 56 ადამიანი. აქციის 15 მონაწილეა დაკავებული მიჟნი ნობგოროდში, მოსკოვიშ - 11, დაკავებები იყო ასევე ტაგამროგში, ბრიანსკში, კრასნოდარში, ტვერში, ბელგოროდში, დონის როსტოვსა და მურმანსკში.
ნავალნის გარდაცვალების შესახებ ცნობის შემდეგ, რუსეთის ბევრ ქალაქში მოსახლეობამ პოლიტპატიმრების ძეგლებზე ყვავილების მიტანა დაიწყო. სპონტანური მემორიალი გაჩნდა ულიანოვსკში, ნოვოსიბირსკში, კიროვში, ტომსკში, ყაზანში, იჟევსკში, ფსკოვში, ნიჟნი ნოვგოროდში, პერმში, ტვერსა და ბელგოროდში. მოგვიანებით აქციას შეუერთდნენ ვოლოგდაში, ტოლიატში, სარატოვში, ნოგინსკში და რუსეთის მრავალ სხვა ქალაქში, მათ შორის მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში.