ოპოზიციის ლიდერის ალექსეი ნავალნის სიკვდილზე პასუხისმგებელია რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი. ეს კიდევ ერთი დასტურია პუტინის სისასტიკისა და იმისა, რომ ის მზად არის მოკლას არა მხოლოდ სხვა ქვეყნების, არამედ თავისი მოქალაქეებიც.
ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა. "ნავალნის რუსეთში სჯეროდა თავისუფლების, კანონის უზენაესობის. მან გააპროტესტა პუტინის ომის დანაშაულები, მისი ამაზრზენი ომი", - თქვა ბაიდენმა.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ახლა დროული იქნება, რომ ამერიკელმა პოლიტიკოსებმა მიიღონ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება და გააგრძელონ უკრაინის მხარდაჭერა, რომელიც რუსეთს უპირისპირდება.
მან ნავალნის მეუღლეს სამძიმარი გამოუცხადა. „ჩვენ არ დავივიწყებთ ნავალნის და მის გამბედაობას“, - განაცხადა მან და დასძინა, რომ შეერთებულმა შტატებმა შესაძლოა ახალი შეზღუდვები დააწესოს რუსეთის წინააღმდეგ.