რუსეთის სახელმწიფო დუმის სპიკერი ვიაჩესლავ ვოლოდინი რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის სიკვდილში აშშ-სა და ნატო-ს ადანაშაულებს.
„ვაშინგტონი და ბრიუსელი არიან დამნაშავეები ნავალნის სიკვდილში. ყველა მათგანი, მათი სახელები კარგად არის ცნობილი: ნატო-ს გენერალური მდივნისა და აშშ-ს ხელმძღვანელობიდან დაწყებული, შოლცამდე, სუნაკამდე და ზელენსკიმდე“, - წერს ის ტელეგრამის არხზე. ვოლოდინი აცხადებს, რომ ნავალნის გარდაცვალება მომგებიანია მათთვის, ვისაც სურს "რუსეთის განადგურება" და ყველაფერს აკეთებს მისი განვითარების შესაჩერებლად.
ასევე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამთავის მხრივ განაცხადა, რომ დასავლელი პოლიტიკოსების რეაქცია ნავალნის სიკვდილზე „ააშკარავებს“ მათ. „ჯერჯერობით სასამართლო ექსპერტიზა არ ჩატარებულა, მაგრამ დასავლეთს დასკვნები უკვე მზად აქვს“, - წერს ზახაროვა.