ალექსეი ნავალნის მეუღლე იულია ნავალნაია მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა.
ვლადიმირ პუტინს ეკისრება "პირადი პასუხისმგებლობა იმ საშინელებაზე, რასაც ისინი ჩემს ქვეყანას უკეთებენ. მსოფლიო საზოგადოება უნდა გაერთიანდეს ამ საშინელი რეჟიმის" დასამარცხებლად, - თქვა იულია ნავალნაიამ.
„დიდხანს ვფიქრობდი, დავრჩენილიყავი აქ თუ დაუყოვნებლივ გავფრენილიყავი ჩემს შვილებთან. მაგრამ მერე ვიფიქრე, თუ რას გააკეთებდა ალექსეი ჩემს ადგილას. მე დარწმუნებული ვარ, რომ ის იქნებოდა აქ, ამ სცენაზე.არ ვიცი დავიჯერო თუ არა ამ ამბის, საშინელი ამბების, რომელსაც მხოლოდ რუსული სამთავრობო წყაროებიდან ვიღებთ, რადგან მრავალი წელია, არ გვჯერა პუტინის და მისი მთავრობის
ისინი ყოველთვის ცრუობენ. მაგრამ თუ ეს სიმართლეა, მე მინდა პუტინმა დამისმა გარემოცვამ, ყველამ, პუტინის მეგობრებმა, მისმა მთავრობამ, იცოდეს, რომ პასუხს აგებენ იმისთვის, რაც გაუკეთეს ჩვენს ქვეყანას, ჩემს ოჯახს და ჩემს მეუღლეს.
და ეს დღე ძალიან მალე დადგება. მე მინდა მოვუწოდო მთელ მსოფლიო საზოგადოებას, ყველას ამ დარბაზში, ხალხს მთელ მსოფლიოში, რომ გავერთიანდეთ და დავამარცხოთ ეს ბოროტება, დავამარცხოთ საშინელი რეჟიმი, რომელიც ახლა რუსეთშია. ამ რეჟიმმაც და ვლადიმირ პუტინმაც პასუხი უნდა აგომ იმ საშინელებაზე, რასაც ისინი უკეთებენ ჩემს ქვეყანას, ჩვენს ქვეყანა რუსეთს ბოლო წლებში“, - თქვა ნავალნაიამ.