უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი ვლადიმირ პუტინმა მოკლა.
ზელენსკიმ ამის შესახებ გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„პუტინი ყოველთვის კლავს. ის თავად არის ომი. ის არ გაჩერდება, მისი შეჩერება მხოლოდ და მხოლოდ ერთიანობით შეიძლება.
ახლახან ცნობილი გახდა, რომ ალექსეი ნავალნი გარდაიცვალა რუსულ ციხეში, როგორც ჩანს, ის მოკლა პუტინმა, ისევე როგორც ათასობით ადამიანი, ვინც ამ ერთი არსების გამო აწამეს. მას არ აინტერესებს ვინ მოკვდება, ოღონდ თანამდებობა შეინარჩუნოს.
და ამიტომაც პუტინმა უნდა დაკარგოს ყველაფერი, უნდა დაკარგოს ყველაფერი და პასუხი აგოს იმისთვის, რაც გააკეთა“, - განაცხადა ზელენსკიმ.