ალექსეი ნავალნი სასტიკად მოკლა კრემლმა, ეს ფაქტია, - ამის შესახებ ლატვიის პრეზიდენტი ედგარს რინკევიჩსი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.
როგორიც არ უნდა იყოს თქვენი აზრი ალექსეი ნავალნის, როგორც პოლიტიკოსის შესახებ, ის უბრალოდ სასტიკად მოკლა კრემლმა. ეს ფაქტია და ეს არის ის, რაც უნდა ვიცოდეთ რუსეთის ამჟამინდელი რეჟიმის ნამდვილ ბუნებაზე. ვუსამძიმრებ ოჯახს და მეგობრებს.
ის სასტიკად მოკლა კრემლმა. ეს ფაქტია და ეს არის ის, რაც უნდა ვიცოდეთ რუსეთის ამჟამინდელი რეჟიმის ნამდვილი ბუნების შესახებ. ჩემი სამძიმარი მის ოჯახსა და მეგობრებს“, – წერს ედგარს რინკევიჩსი.
შეგახსენებთ, დღეს გავრცელდა ინფორმაცია რუსი ოპოზიციონერი ლიდერის ალექსეი ნავალნის ციხეში გარდაცვალების შესახებ.
ალექსეი ნავალნი 2021 წლის 17 იანვარს დააკავეს, როდესაც ის გერმანიიდან მოსკოვში დაბრუნდა, სადაც მკურნალობას და რეაბილიტაციას გადიოდა ნერვული აგენტით "ნოვიჩოკით" მოწამვლის შემდეგ. ის ბოლო დროს მკაცრი რეჟიმის კოლონიაში, იამალ-ნენთა ავტონომიურ ოლქში იხდიდა სასჯელს. სოფელი ხარპი, სადაც კოლონიაა განთავსებული, ციმბირის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს.