დღეს ჩვენთვის ყველაზე დიდი პრობლემა და გამოწვევა არის ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაცია, მშვიდობის შენარჩუნებით, გაძლიერებით, გონიერებით უნდა მოვახდინოთ ჩვენი ტერიტორიების დაბრუნება, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
„დღეს ჩვენთვის ყველაზე დიდი პრობლემა და გამოწვევა არის ქვეყნის ტერიტორიები, რუსეთის მიერ არის ოკუპირებული ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების გარკვეული ნაწილი, ეს არის ძალიან დიდი პრობლემა. შესაბამისად, ჩვენ ყველანაირი შესაძლებლობა უნდა გამოვიყენოთ. რა თქმა უნდა, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების, მეგობრების ჩართულობით, მთელ მსოფლიოს უნდა გავაგებინოთ ის რეალობა, რაც ხდება საქართველოში. ის უსამართლობა, ის პრობლემები, რომლის წინაშეც ვართ. ჩვენ განვითარებით, მშვიდობის შენარჩუნებით, გაძლიერებით, გონიერებით უნდა მოვახდინოთ აღნიშნული ტერიტორიების დაბრუნება. უნდა მოვახდინოთ აფხაზი და ოსი ძმების დაბრუნება და შევძლოთ თანაცხოვრება“, – განაცხადა კახა კალაძემ.