დღეს, 7 დეკემბერს, სამსაბათს 11:30 საათზე სტუდენტებისათვის იმიტირებული სასამართლო პროცესების ტრეინინგი დაიწყება.
პროექტის მიზანია სასამართლო პროცესების კონკურსისათვის სტუდენტების მომზადება. აღნიშნული ტრეინინგებისათვის სტუდენტები ღია კონკურსის წესით შეირჩნენ, კონკურსში სულ ექვსი ჯგუფი მიიღებს მონაწილეობას. აღნიშნული ჯგუფები კონკურსამდე პრაქტიკულ და თეორიულ ტრეინინგს გაივლიან. კონკურსის შედეგად გამარჯვებული გუნდი გამოვლინდება, რომელსაც შესაბამისი სერთიფიკატი გადაეცემა.
მისამართი : გორგასლის N 24 (ორთაჭალა, საქართველოს მთავარი პროკურატურა)