გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის ცნობით, 13 მარტის მონაცემებით, უკრაინიდან ლტოლვილთა რაოდენობამ 2 698 280-ს მიაღწია.
გავრცელებული ინფორმაციით, ყველაზე მეტი ლტოლვილი პოლონეთმა მიიღო. რუსეთის აგრესიის დაწყებიდან პოლონეთის საზღვარი 1 655 503-მა ადამიანმა გადაკვეთა.
12 მარტის მონაცემებით, უნგრეთმა 246 206, სლოვაკეთმა კი - 195 980 ლტოლვილი მიიღო.