ბოლო 12 დღეში უკრაინა 2 მილიონამდე ადამიანმა დატოვა და რუსეთის აგრესიისგან თავის დასაღწევად მეზობელ ქვეყნებს თავი შეაფარა. ამის შესახებ გაეროს ლტოლვილთა უმაღლესმა კომისარმა ფილიპო გრანდიმ განაცხადა.
7 მარტის მონაცემენებით, უკრაინიდან ლტოლვილთა რაოდენობა 1.5 მილიონს შეადგენდა.
ფილიპო გრანდის განცხადებით, ასეთი მასშტაბური მიგრაციული კრიზისის მომსწრე სამყარო მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ გამხდარა. გრანდიმ აღნიშნა, რომ ბოსნიასა და კოსოვოში 8-წლიანი ომის დროს 2-დან 3-მილიონამდე ადამიანი იქცა ლტოლვილად, უკრაინიდიდან ლტოლვილთა რაოდენობას კი ამ რიცხვის მისაღწევად ორ კვირაზე ნაკლები დასჭირდა.
გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის განცხადებით, თუ ომი გაგრძელდა, ევროპის ქვეყნები უფრო მასშტაბური გამოწვევის წინაშე აღმოჩნდებიან, რაც მეტ მომზადებას და სოლიდარობას მოითხოვს, როგორც ევროპაში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.