გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის განცხადებით, რუსეთის თავდასხმის შემდეგ, 120 000-ზე მეტმა უკრაინელმა ლტოლვილმა დატოვა ქვეყანა.
ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის მოადგილემ, კელი კლემენტსმა შაბათს დილით CNN-თან ინტერვიუში თქვა, რომ სიტუაცია სავარაუდოდ გაუარესდება.
"ამ დროისთვის, 120 000-ზე მეტმა ადამიანმა შეაფარა თავი მეზობელ ქვეყნებს", - თქვა მან.
მისივე განცხადებით, უმეტესობა უკრაინელებისა პოლონეთსა და მოლდოვაში მიდის, მაგრამ ზოგიერთი ასევე მიემართება რუმინეთში, სლოვაკეთსა და უნგრეთში.
ცოტა ხნით ადრე, პოლონეთმა განაცხადა, რომ 35 000-ზე მეტი ლტოლვილი მიიღო უკრაინიდან. მოლდოვა 25 000 უკრაინელის მიღების შესახებ იუწყება.
ფოტო: Reuters