ევროპაში ახალი შეიარაღებული კონფლიქტის რეალური რისკი არსებობს - განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა რუმინეთის სამხედრო ბაზაზე, ქვეყნის პრეზიდენტთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
მისი განცხადებით, ამ რისკების არსებობს განაპირობებს ის, რომ რუსეთი განაგრძობს თავის სამხედრო ძალების გაძლიერებას უკრაინის გარშემო.
"რუსული ჯარების რაოდენობა იზრდება და გაფრთხილების დრო იკლებს. ვაგრძელებთ რუსეთისი მისამართით მოწოდებებს, რათა გადადგას ნაბიჯები დეესკალაციისკენ და კეთილსინდისიერად ჩაერთოს პოლიტიკურ დიალოგში ნატოსა და ნატოს მოკავშირეებთან. არსებობს სრულფასოვანი შემოჭრის რისკი, მაგრამ ასევე არსებობს სხვა ტიპის აგრესიული ქმედებების რისკი, მათ შორის კიევში მთავრობის დამხობის მცდელობები, ჰიბრიდული კიბერშეტევები და მრავალი სხვა სახის აგრესია", - განაცხადა სტოლტენბერგმა.
ნატო-ს გენერალური მდივნის განცხადებით, ვაშინგტონის ხელმძღვანელობით ალიანსი განიხილავს შავი ზღვის რეგიონში დამატებითი ძალების განლაგებას.
"ჩვენ უკვე გავაძალიერეთ ჩვენი წარმომადგენლობა, მაგრამ განვიხილავთ შემდგომი გაძლიერების შესაძლებლობას, მათ შორის სამხედრო ძალების განლაგებას რუმინეთში და შავის ზღვის რეგიონის სხვა ქვეყნებშიც", - განაცხადა სტოლტენბერგმა.
ცოტა ხნით ადრე, გერმანულმა გამოცემა Süddeutsche Zeitung-მა გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ნატო-ს დამატებით ძალების განლაგება განიხილება ბულგარეთსა და სლოვაკეთში.