ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის რისკი იზრდება.ამის შესახებ მან CNN-ის ეთერში თქვა.
"გარკვეული არ არის, მაგრამ რასაც ვხედავთ, ეს არის სამხედრო გაფართოების განგრძობადობა, ვხედავთ უფრო და უფრო მეტ ძალას, სამხედრო ჰოსპიტალებსა და ლოჯისტიკას. ასევე გვესმის, მუქარის შემცველი რიტორიკა რუსეთის მხრიდან, რომელიც ამბობს, რომ თუ ჩვენ მის მოთხოვნებს არ დავთანხმდებით, დადაგება ის, რასაც რუსეთის სამხედრო-ტექნიკურ შედეგებს უწოდებს. ჩვენ უკვე გვაქვს ისტორია, როდესაც რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ძალები გამოიყენა", - განაცხაადა სტოლტენბერგმა.
ამასთან, მან აღნიშნა, რომ ეჭვს გარეშეა, რომ სწორედ რუსეთია აგრესორი, რომელმაც მოახდინა ყირიმის ოკუპაცია და აკონტროლებს დონბასის ნაწილს.
"უკრაინა აგრესიის მსხვერპლია და აქვს თავდაცვის უფლება. მოკავშირეები დახმარებას უწევენ უკრაინას", - დასძინა გენერალურმა მდივანმა.
შეკითხვაზე, ეთანხმება თუა არა ნატო საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის შეფასებას, რომ მან რუსეთის ლიდერი დაარწმუნა არ წავიდეს ესკალაციაზე, სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ "ჯერ კიდევ ადრეა საუბარი, ნამდვილად სურს თუ არა რუსეთს დაჯდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან".
"ჩვენ მზად ვართ დავსხდეთ მოლაპარაკებების მაგიდასთან, მზად ვართ მოვისმინოთ მათი შეშფოთება", - დასძინა სტოლტენბერგმა.