13-14 დეკემბერს, International Training Centre -ის ინიციატივით, საქართველოს მსოფლიოში აღიარებული მარკეტინგის სპეციალისტი, სახალხო ტრენერი და ბიზნესმრჩეველი, მარტინ ლინდსტორმი ეწვევა.
ვიზიტის მიზანი წარმოადგენს ლექცია-სემინარი თემაზე, ნეირომარკეტინგი - ბრენდი და მარკეტინგული სტრატეგია. ტრეინინგი გაიმართება სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში". ტრეინინგზე მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა, დაინტერესების შემთხვევაში, ქართულ ბაზარზე მოქმედ აბსოლუტურად ყველა კომპანიას მიეცემა.
ტრეინინგი ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება, პრაქტიკულ დავალებებს მოიცავს და 13 დეკემბერს, 18:00 საათზე, მონაწილეთა სერთიფიცირების ცერემონიალით დასრულდება.
წარმოშობით დანიელი მარტინ ლინდსტორმი, დღესდღეობით, ისეთი მრჩეველია, როგორიცაა: Microsoft Corporation, Coca-Cola, Nestle, McDonald's, Nokia, The Walt Disney Company, American Express, PepsiCo, Yellow Pages P&G და სხვა.
2009 წელს, ჟურნალ TIME-მა მსოფლიოს 100 ყველაზე გავლენიან ადამიანთა შორის დაასახელა.
12 წლის ასაკში მარტინ ლინდსტორმი უკვე ფლობდა საკუთარ სარეკლამო სააგენტოს. ლინდსტრომის პირადი აუდიტორია, დღესდღეობით, 1 მილიონ ადამიანს აჭარბებს.