ENG / RUS       12+

კიმ ჩენ ინის დიქტატურის 10 წელი | ფოტოები

10 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ჩრდილოეთ კორეაში ძალაუფლება 27 წლის კიმ ჩენ ინმა აიღო ხელში.

კიმ ჩენ ინის მამა, ჩრდილოეთ კორეის რესპუბლიკის მეთაური, დიქტატორი კიმ ჩენ ირი 2011 წლის 19 დეკემბერს გარდაიცვალა.

ანალიტიკოსები ვარაუდობდნენ, რომ გამოუცდელი კიმ ჩენ ინის სათავეში მოსვლა შეასუსტებდა ტოტალიტარულ რეჟიმს, მაგრამ როგორც ჩანს, ახალგაზრდა დიქტატორმა არამხოლო გაიმყარა თავისი პოზიციები, არამედ ქვეყანაში წამოიწყო პიროვნების განდიდებაზე დაფუძნებული ახალი ერა "კიმ ჩენ ინიზმი" .

მმართველობის პირველ წლებში კიმ ჩენ ინმა ოპონენტების ჩამოშორება დაიწყო, რისთვისაც მან ასობით ადამიანის სიკვდილის დასჯის გადაწყვეტილებას მოაწერა ხელი. მოგვიანებით, მან ყურადღება საგარეო საკითხებს მიაპყრო, რომლის ცენტრალურ თემას ბირთვული იარაღის დამზადება და გამალებული მილიტარიზაცია წარმოადგენდა.

ფხენიანის ბირთვული არსენალის გაფართოების დაუოკებელი წყურვილი ქვეყანას ძვირად დაუჯდა. ის ამჟამად მასშტაბური სანქციების ქვეშ იყოფება. ჩრდილოეთ კორეა ახლა უფრო ღრმა კრიზისში, ღატაკი და იზოლირებულია, ვიდრე კიმ ჩენ ინის მმართველობის დასაწყისში იყო.

10 წლის წინ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, კიმ ჩენ ინმა შეინარჩუნა აბსოლუტური მმართველობა იზოლირებულ ქვეყანაზე, მნიშვნელოვნად გააფართოვა მისი ბირთვული არსენალი და გახდა პირველი მმართველი, რომელმაც სამიტი გამართა აშშ-ის მოქმედ პრეზიდენტთან.

კიმ ჩენ ინი მამის ცხედართან სამგლოვიარო ცერემონიაზე. 2011 წლის 28 დეკემბერი.

მმართველობის დასაწყისში, კიმ ჩენ ინმა სასტიკი რეპრესპიები მოუწყო თავის პოლიტიკურ ოპონენტებს. ათეულობით ადამიანი ემსხვერპლა ძალაუფლების ჟინით შეპყრობილი დიქტატორის მრისხანებას, მათ შორის, მისი ერთ დროს დიდი გავლენის მქონე ბიძა.

ხელისუფლებაზე აბსოლუტური კონტროლის დამყარების შემდეგ, კიმ ჩენ ინმა გააფართოვა წინა მმართველთა ბირთვული ამბიციები და ქვეყნის ისედაც მწირი რესურსები მთლიანად ბირთვული არსენალის გაფართოებისკენ მიმართა. დიქტატორი მიზნად ისახავდა ისეთი ბირთვული რაკეტის დამზადებას, რომელიც ამერიკის მატერიკამდე შეძლებდა მიღწევას.

2016-2017 წლებში ჩრდილოეთ კორეამ მიაღწია დასახულ მიზანს, შეექმნა კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტები, თუმცა ამან ქვეყანა გაეროს უმკაცრესი სანქციების ქვეშ მოაქცია, რამაც კიდევ უფრო გააღრმავა ქვეყნის საერთაშორისო იზოლაცია.

ფოტოზე ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი ესაუბრება NBA-ს ყოფილ მოთამაშეს, დენის როდმანს, როდესაც ისინი უყურებენ კალათბურთის თამაშს ფხენიანის დახურულ სტადიონზე. 2014 წლის 8 იანვარი.

2018 წლის 12 ივნისს, სინგაპურში გაიმართა ისტორიული შეხვედა, ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ ინსა და აშშ-ის პრეზიდენტ დოლანდ ტრამპს შორის.

2018-2019 წლებში კიმი სამჯერ შეხვდა დონალდ ტრამპს და გამართა სამიტები მსოფლიოს სხვა ლიდერებთან, მათ შორის სამხრეთ კორეის პრეზიდენტთან, ჩინეთისა და რუსეთის ლიდერებთან. ამ შეხვედრებმა კიმს მისცა დიპლომატიური ლეგიტიმაცია, რომელიც მის მთავრობას დიდი ხანია სურდა.

2018 წელს კიმ ჩენ ინმა მიიღო ყველასთვის მოულოდნელი შემრიგებლური გადაწყვეტილება, როდესაც ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე, რომელიც სამხრეთ კორეაში იმართებოდა, დელეგაცია გააგზავნა. 

ფოტოზე ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეელ სპორტსმენებს ხელთ უპყრიათ დროშა, რომელზეც ერთიანი ნახევარკუნძულია გამოსახული.

2018 წლის 27 აპრილს, კორეის გაყოფიდან 65 წლის გასვლის შემდეგ ჩრდილოეთ კორეის ლიდერი სამხრეთ კორეაში პირველად ჩავიდა. კიმ ჩენ ინი ჩრდილოეთ კორეის პირველი ლიდერია, რომელმაც დემილიტარიზებული საზღვარი გადაკვეთა და სამხრეთ კორეის ტერიტორიაზე პრეზიდენტ მუნ ჯეი ინს შეხვდა.

ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების დარეგულირების მცდელობის ფონზე, ჩრდილოეთ კორეამ დახურა ბირთვული საცდელი პოლიგონები, გაათავისუფლა დაკავებული ამერიკელები, სანაცვლოდ, ვაშინგტონმა და სეულმა შეაჩერეს ან გააუქმეს დაგეგმილი ერთობლივი წვრთნები.

ფოტოზე დაკავებული ამერიკელი სტუდენტი შეჰყავთ უზენაეს სასამართლოში, ფხენიანში. 2016 წლის 16 მარტი.

2018 წლის 27 მარტს პეკინში გაიმართა შეხვედსა კიმ ჩენ ინსა და ჩინეთის ლიდერ სი ძინპინს შორის.

2019 წლის 25 აპრილს კიმ ჩენი ინი და რუსეთის პრეზიდენტი პუტინი ვლადივოსტოკში შეხვდნენ.

საბოლოოდ, 2019 წელს ტრამპისა და კიმ ჩენ ინის დიპლომატიამ კრახი განიცადა, სანქციებზე უთანხმოების გამო.

კიმ ჩენ ინი სამჩჟიონის რაიონში კორეელებისთვის წმინდა მთაზე პეკტუსანზე კიდევ ერთხელ ავიდა. 2019 წლის 16 ოქტომბერი.

კიმ ჩენ ინი, რომელიც გარშემორტყმულია სამხედროებით, აცხადებს, რომ ახალი მძლავრი რაკეტის გამოცდა წარმატებით განხორციელდა. 2019 წლის 29 ნოემბერი.

2020 წლის დასაწყისიდან, კიმმა კორონავირუსის გავრცელების აღსაკვეთად, მთლიანად ჩაკეტა საზღვრები, რომელმაც ისედაც ძირგამოთხრილი ეკონომიკა, მიწასთან გაასწორა. მწვავე ეკონომიკური პრობლემა თავად დიქტატორმაც აღიარა და განაცხადა, რომ ქვეყნა თავის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე საშინელი გამოწვევის წინაშე დგას. არსებული მდგომარეობა მან 1990-იან წლების შიმშილობას შეადარა, როდესაც ათობით ათასი ადამიანი იმსხვერპლა.

ამ დროისთვის არ არსებობს არავითარი ნიშან-წყალი იმისა, რომ კიმ ჩენ ინი დაუბრუნდება მოლაპარაკებებს შეერთებულ შტატებთან. ის არაერთხელ გამოვიდა გაფრთხილებით, რომ გააძლიერებს თავის ბირთვულ და სარაკეტო არსენალს, თუ ვაშინგტონი არ შეწყვეტს მტრობას ფხენიანის წინააღმდეგ.

ფოტოზე ჩრდილოეთ კორეის ერთ-ერთ ქალაქში კორეათაშორისი სამეკავშირეო ოფისის ნგრევაა გამოსახული. 2020 წლის 16 ივნისი.

კიმ ჩენ ინი ესალმება სამხედრო აღლუმს, რომელიც მმართველი პარტიის ყრილობის აღსანიშნავად გაიმართა. 2021 წლის 14 იანვარი.