წინანდალში, სასტუმრო "რედისონ ქოლექშენში" ხანძარია.
გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარი ერთ-ერთ ნომერში გაჩნდა და მალევე მოედო სართულს.
ადგილზე 6 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს. იუწყებიან, რომ დამსვენებელთა ევაკუაცია დროულად განხორციელდა და არავინ დაშავებულა.
ხანძართან დაკავშირებით, ინფორმაციას სოციალურ ქსელში ავრცელებს კომპანია "წინანდლის მამული".
"წინანდლის რადისონში ხანძრის შედეგად დაიწვა საუნა და მიმდებარე ტერიტორია. დამსვენებლები და თანამშრომლები ევაკუირებული არიან და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. სახანძრო სისტემამ გამართულად იმუშავა.
ამ წუთებში სახანძრო ბრიგადები ადგილზე მუშაობენ და განახლებულ ინფორმაციას უახლოეს პერიოდში მოგაწვდით", - ნათქვამია განცხადებაში.