ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ჩინეთში ახალი კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობა 213-მდე გაიზარდა.
კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობამ მსოფლიოს 23 ქვეყანაში 9776-ს მიაღწია.
ჩინეთი - 9658
ტაილანდი - 14
ჰონგ-კონგი - 12
იაპონია - 11
სინგაპური - 10
ავსტრალია - 9
ტაივანი - 9
მალაიზია - 8
მაკაუ - 7
სამხრეთ კორეა - 6
აშშ - 6
საფრანგეთი - 5
გერმანია - 4
არაბეთის გაერთიანებული საემიროები - 4
კანადა - 3
იტალია - 2
ვიეტნამი - 2
კამბოჯა - 1
ფინეთი - 1
ინდოეთი - 1
ნეპალი - 1
ფილიპინები - 1
შრი ლანკა - 1
გუშინ, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ, კორონავირუსის გამო, გლობალური საგანგებო ვითარება გამოაცხადა.
ჩინეთის ხელისუფლებამ ქალაქ უხანში ახალი კორონავირუსის გავრცელების შესახებ ინფორმაცია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას გასული წლის 31 დეკემბერს მიაწოდა.