თურქეთი არ აღიარებს რუსეთის მიერ უკრაინის ანექსიის ლეგიტიმურობას. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯებ ტაიპ ერდოღანმა უკრაინის პრეზიდენტთან ვოლოდიმირ ზელენკისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. იუწყება სააგენტო „ანადოლუ". მისი თქმით, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსია უკანონოა.
"თურქეთი ყოველთვის მხარს დაუჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. თურქეთს არასდროს უღიარებია ყირიმის უკანონო ანექსია და არც მომავალში აღიარებს", - განაცხადა ერდოღანმა.
"დღეს კვლავ ვადასტურებ, რომ თურქეთი ყოვლთვის მხარს დაუჭერს უკრაინის დამოუკიდებლობას. ვიმედოვნებ, რომ ქვეყნის აღმოსავლეთით კონფლიქტი მალე დასრულდება. ჩვენ მხარს ვუჭერთ მინსკის პროცესს და ეუთოს მისიას", - განაცხადა ერდორანმა.
თურქეთის ლიდერმა ზელენკისა და უკრაინელ ხალხს სამძიმარი გამოუცხადა დონბასში ოთხი უკრაინლი სამხედროს დაღუპვის გამო.