„მე ვაცხადებ, რომ თურქეთი ნებისმიერ ფასად დაიცავს ყირიმელი თათრების ინტერესებსა და უფლებებს, რომლებსაც ოკუპაციის პირობებში ყირიმში დარჩენა ან საკუთარი სახლების დატოვება მოუწიათ. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა, თათრების ყირიმიდან დეპორტაციის 75 წლისთავთან დაკავშირებით ანკარაში გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა.
რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა აღნიშნა, რომ ყირიმელი თათრების დეპორტაცია კაცობრიობის წინაშე ერთ-ერთი დიდი დანაშაულია.
„ყირიმელი თათრების დეპორტაცია არის კაცობრიობის წინაშე ჩადენილი ერთ-ერთი ყველაზე დიდი დანაშაული. 75 წელი გავიდა, მაგრამ ჩვენ მაინც ვგრძნობთ მწუხარებას ამ ტრაგიკული მოვლენის, ყირიმელი თათრების სამშობლოდან გამოძევებისა და დიდი დანაკარგების გამო“,- განაცხადა ერდოღანმა ღონისძიებაზე.