რუსთავში, 36 წლის მამაკაცი, საკუთარ სახლში სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად დაიღუპა.
წინასწარი ინფორმაციით, ტრაგედიის მიზეზი გაზის გამათბობელი გახდა. გამათბობელი გაითიშა, რის შედეგად ბინაში გაზი დაგროვდა.
მამაკაცი ბინაში მარტო იმყოფებოდა. მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.