შსს-ს მთავარ ოფისში ხორავას ქუჩის საქმის განხილვა არასრულწლოვანების დაკითხვით გრძელდება. მოზარდები სამინისტროში ოჯახის წევრებთან ერთად მივიდნენ.
ცნობილი ხდება, რომ მათ შინაგან საქმეთა სამინისტროდან ცოტა ხნის წინ დაუკავშირდნენ და გამოკითხვაზე მისვლა სთხოვეს.
უცნობია, სულ რამდენი არასრულწლოვანია დაბარებული საგამოძიებო უწყებაში. ადვოკატები დეტალებზე ამ ეტაპზე ვერ საუბრობენ. ისინი კომენტარს, სავარაუდოდ, დაკითხვის დასრულების შემდეგ გააკეთებენ.