დაღესტანში თვითმკვლელ ქალ ტერორისტთა ჯგუფი დააკავეს, რომელიც რუსეთის ტერიტორიის ცენტრალურ ნაწილში ტერაქტების სერიას ამზადებდა. სულ დაკავებულია 15 დან 29 წლამდე ექვსი ქალი, მათ ტერაქტების ჩასატარებლად ამზადებდნენ. ქალებს აღმოაჩნდათ "გამოსათხოვარი წერილები".
რუსული მედიის ინფორმაციით, დაკავებული ქალებიდან ოთხი ადრე ლიკვიდირებული ბოევიკების ლიდერების ქვრივები არიან. ორი ქალი და ადრე იარაღის შენახვისთვის ნასამართლევია და ისინი უგზო-უკვლოდ დაკარგულებად ითვლებოდნენ.
ქალების ჯგუფთან ერთად დაკავებულია ორი მამაკაცი, რომლებიც ტერაქტების ორგანიზებაშია ეჭვმიტანილი. ერთ-ერთმა მათგანმა კი მოსკოვის მეტროში მომხდარი ტერაქტის განმხორციელებელი ქალები მოსკოვში ჩაიყვანა.
თვითმკვლელ ქალ ტერორისტთა ჯგუფის დაკავების სპეცოპერაცია მახაჩკალაში ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.