ცნობილი ქართველი რეჟისორის, ნანა ჯორჯაძის ფილმი "ღვინის ნულოვანი მერიდიანი" ჰოლივუდის დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო ფესტივალის ტრიუმფატორი გახდა.
ფილმი, რომელიც ღვინის ქართული ტრადიციების შესახებ მოგვითხრობს 5 ნომინაციაში დააჯილდოვეს.
     საუკეთესო რეჟისორი - ნანა ჯორჯაძე
    საუკეთესო სცენარის ავტორი - თამარ ბართაია
    საუკეთესო პროდიუსერი - შალვა ხეცურიანი
    საუკეთესო დამდგმელი ოპერატორი - მიხეილ კვირიკაძე
    როლის საუკეთესო შემსრულებელი - რევაზ ხეცურიანი
"ღვინის ნულოვანი მერიდიანი" სხვადასხვა საერთაშორისო კინოფესტივალზე არაერთი პრესტიჟული ჯილდოს მფლობელია. ფილმის პრემიერა საქართველოში 2017 წლის ოქტომბერში იგეგმება.