საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ქართველ სამართალდამცავებს მასშტაბური ოპერაციის ჩატარების გამო, რომლის დროსაც ნარკომოვაჭრეების ორგანიზებული დაანშაულებრივი ჯგუფი გამოვლინდა, მადლობას უხდის.
პრეზიდენტის აღნიშნული განცხადება მისმა პრეს-სპიკერმა მანანა მანჯგალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე გაახმოვანა.
"გუშინ საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა იმ მასშტაბური ოპერაციის შესახებ, რომელიც სამართალდამცველმა ორგანოებმა ჩაატარეს, რის შედეგადაც გამოვლენილია საკმაოდ სერიოზული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი. არიან ეჭვმიტანილები. გამოვლენილია ნარკოსატრანზიტო გზა, საიდანაც საქართველოში შემოდიოდა და შემდეგ ჩვენი ქვეყნიდან სხვა ქვეყნებში გადიოდა ნარკოტიკები სარეალიზაციოდ. აღნიშნულთან დაკავშირებით მოკვლევა მიმდინარეობს. ჩატარებული სპეცოპერაციის გამო საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უშალოდ ოპერაციაში ჩართულ და მონაწილე სამართალდმაცავებს მადლობას უხდის",' - განაცხადა მანჯგალაძემ.
მისივე თქმით, საქართველოს პირველი პირი მზადყოფნას აცხადებს ითანამშრომლოს ყველა დაინტერესებულ ქვეყანასთან.
ამასთან, პრეზიდენტის უშუალო დავალებით ესპანეთში სპეციალური წარმომადგენელი გაიზგზავნება შემდგომი მჭიდრო ერთობლივი თანამშრომლობისთვის ესპანელ სამართალდამცავ ორგანოებთან.