ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტების უკანონო შემოტანის რამდენიმე მცდელობა გამოავლინეს მებაჟე ოფიცრებმა 21 მარტს, საბაჟო გამშვებ პუნქტზე „კარწახი“. კერძოდ, თურქეთის რესპუბლიკის მხრიდან შემოსულ ირანის რესპუბლიკის მოქალაქე ს.ბ.-ს ხელბარგში ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტი „ACETAMINOPHEN CODEINE“ უპოვეს, ასევე ირანის რესპუბლიკის მოქალაქე ლ.ა.-ს - ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტი „DIFENOKSILATE“, ხოლო ირანის რესპუბლიკის მოქალაქე მ.ზ.-ს - ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტი „ACETAMINOPHEN CODEINE“ და ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტები „ALPRAZOLAM“ და „ADULT COLD“ - სულ 27,5 აბი. აღნიშნული საქმეები შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა შსს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტს.
ანალოგიური ფაქტები გამოვლინდა იმავე დღეს საბაჟო გამშვებ პუნქტზე „ვალე“. ამ შემთხვევებშიც ირანის რესპუბლიკის მოქალაქეების ა.ა.-ისა და ე.ს.ტ.-ის ბარგის ეჭვის საფუძველზე დათვალიერებისას, შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტები „EXIR“ და „ACETAMINOPHEN CODEINE“ - სულ 20 აბი - აღმოაჩინეს. ორივე საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა შსს ადიგენის რაიონულ სამმართველოს.