"ქრისტიან-დემოკრატების" ლიდერები პარტიულ სიასა და მაჟორიტარობის კანდიდატებს დღეს წყალტუბოში წარადგენენ.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" პარტიის პრეს-სამსახურიდან აცნობეს, პრეზენტაცია წყალტუბოს სამუსიკო სკოლაში გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ იმერეთში მეორე დღეა გიორგი თარგამაძე და გიორგი ახვლედიანი იმყოფებიან, რომლებიც მოსახლეობას წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ხვდებიან.
იმერეთსა და რაჭა-ლეჩხუმში "ქრისტიან-დემოკრატიული" მოძრაობის ლიდერებისა და მაჟორიტარების შეხვედრა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IღI) ხელშეწყობით იმართება.