მოძრაობა "სამართლიანი საქართველოსთვის" ლიდერის, ზურაბ ნოღაიდელის შეფასებით, ქვეყანაში ორი სახის - ფსევდო და ნამდვილი ოპოზიცია არსებობს. როგორც ნოღაიდელი აცხადებს, "ფსევდოოპოზიციური ძალები მისი მოძრაობის წინააღმდეგ ხელისუფლების ორკესტრირებით გამოდიან, რითაც სააკაშვილის თამაშს თამაშობენ".
"ეს ოპოზიციური ძალები ხელისუფლების თამაშს რომ თამაშობენ, ამის დანახვას გენიოსობა არ სჭირდება. პირადად მე ეს განსაკუთრებით კარგად საკუთარ თავზე რუსეთის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ შევიგრძენი. ხელისუფლების მიერ ჩვენ წინააღმდეგ მომართულ კამპანიაში ჩაერთო ფსევდოოპოზიცია, ექსპერტების ჯგუფი და ა. შ.", - აცხადებს ნოღაიდელი.
ქვეყნის ყოფილი პრემიერი აღნიშნულის მიზეზებსაც ხსნის და განმარტავს, რომ ეს იმითაა განპირობებული, რომ "ეროვნული საბჭო" ხელისუფლებაში მოდის და ამასთან შეგუება არავის უნდა".
"მაგრამ არჩევნებში გამარჯვების საკითხს წყვეტს არა ესა თუ ის პოლიტიკური ძალა, არამედ, ქვეყნის მოსახლეობა. ამას ყველა უნდა შეეგუოს", - განმარტავს ნოღაიდელი.